ჭკუის კოლოფი · დოკუმენტაცია

პარტნიორის გზამკვლევი

ჭკუის კოლოფის ძრავზე შეგიძლია ააწყო შენი ბიზნესის საკუთარი AI კონსულტანტი — შენი ხასიათით, შენი ცოდნით და შენს არხებზე: საიტზე, Telegram-სა და Facebook Messenger-ში.

რას მიიღებ

საიდან დავიწყო

  1. შედი პარტნიორის პორტალზე: developers.chkuiskolopi.ge და გაიარე რეგისტრაცია. ელფოსტის დადასტურებისას ანგარიშს 5 დოლარი საჩუქრად დაერიცხება — ბოტის აწყობა და ტესტირება უფასოდ დაიწყება.
  2. პორტალში დაგხვდება „ოსტატი" — პარტნიორების პირადი დამხმარე. ის არა მარტო გიხსნის — ბევრ რამეს შენს მაგივრად აკეთებს: ბოტის შექმნა, ინსტრუქციის დახვეწა, ცოდნის ფაილების ჩასმა, კითხვარის აწყობა.
  3. პორტალშივე ნახავ ბოტის ცოცხალ სატესტო ფანჯარას — ცვლილება მაშინვე მოქმედებს, გვერდის გადატვირთვა არ სჭირდება.
  4. როცა მზად ხარ, აიღე ჩასაშენებელი კოდი (პორტალში — </> ღილაკი) და ჩასვი საიტში. ტექნიკური დეტალები — დეველოპერის გზამკვლევში.

ოსტატს ახსოვხარ: წინა საუბრები ავტომატურად ინახება და პორტალის არქივში — „სკივრში" — ნებისმიერ დროს იპოვი. ახალ საუბარში ძველის თავიდან ახსნა არ დაგჭირდება.

ბოტის აღზრდა — ინსტრუქცია და ცოდნა

ინსტრუქცია (ხასიათი)

შენი ინსტრუქცია მთავარია: ტონი, ენა, თემატიკა, ქცევა, სპეციალიზაცია — ყველაფერს შენი დაწერილი ტექსტი განსაზღვრავს. პლატფორმა მხოლოდ უსაფრთხოების მინიმუმს იცავს (კანონიერება, სისტემური ინფორმაციის დაცვა, ბმულების გამართული ჩვენება) — დანარჩენში ბოტი შენს სიტყვას მიჰყვება.

რჩევა: ინსტრუქციაში ჩაუწერე, რომ პასუხები Markdown-ით დააფორმატოს — მთავარი სიტყვები და ფასები გამუქდეს, ვარიანტები სიად ჩამოწეროს. ვიჯეტი ამას ლამაზად აჩვენებს და პასუხები ბევრად წაკითხვადი ხდება.

ცოდნის კალათა

ატვირთე ფაილები, რომლებზეც ბოტმა პასუხები უნდა დააყრდნოს — კატალოგი, ფასები, წესები, ხშირი კითხვები:

ბოტი ამ ცოდნას ყოველ პასუხში ითვალისწინებს. ფაილის განახლებისას წაშალე ძველი და ატვირთე ახალი.

კითხვარი — ღილაკებიანი ხე

თუ გინდა, რომ ბოტმა სტუმარი ღილაკებით მიიყვანოს პასუხამდე („მენიუ მაინტერესებს" → „ყავა თუ საუზმე?"), ჩართე კითხვარის რეჟიმი. ხის აწყობა ოსტატს სთხოვე — სიტყვიერად აუწერე და ის ააგებს. სქემის დეტალები — დეველოპერის გზამკვლევში.

არხები — საიტი, Telegram, Messenger

ერთი და იგივე ბოტი სამივე არხზე ერთი ხასიათით, ერთი ცოდნით და საუბრის მეხსიერებით პასუხობს.

საიტის ვიჯეტი

Telegram

  1. Telegram-ში @BotFather-თან შექმენი ბოტი და აიღე ტოკენი.
  2. პორტალში ბოტის „არხები" განყოფილებაში ჩასვი ტოკენი — და მორჩა: შენი Telegram-ბოტი ამიერიდან შენი AI კონსულტანტია.

Facebook Messenger

საჭიროა შენი ვერიფიცირებული Meta-ბიზნესი და Facebook-აპი. პორტალში ჩასვამ გვერდის ტოკენს (Page Access Token), სისტემა კი მოგცემს ორ მნიშვნელობას (Callback URL და Verify Token), რომლებსაც შენს Meta-აპში ჩასვამ. ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციას ოსტატი გაგატარებს.

არხების პარიტეტი: Telegram/Messenger-შიც ბოტს ახსოვს საუბრის კონტექსტი, იყენებს ცოდნის კალათას და საჭიროებისას სიმძლავრესაც გადართავს — ზუსტად ისე, როგორც საიტის ვიჯეტში. საუბრის სესია უმოქმედობის 1 საათში ნულდება.

იერსახე და ქცევები

გაფორმება შენს ბრენდზე

ქცევები — „ცოცხალი" ჩატის შეგრძნება

ჩართვა-გამორთვადი ფუნქციები (პორტალის ბოტ-მოდალში ან ოსტატის თხოვნით):

ქცევარას აკეთებს
წერს…პასუხის მოლოდინში ცოცხალი „წერს…" ანიმაცია
ვამუშავებ ⏳გრძელ შეკითხვაზე შუალედური ბუშტი „ინფორმაციას ვამუშავებ…"
ახალი ჩატისტუმარი წერს „თავიდან"/„ახალი ჩატი" (ან ↺ ღილაკი) → საუბარი სუფთა ფურცლიდან
გაერთიანებაწამებში მიყოლებით გამოგზავნილი რამდენიმე მესიჯი ერთ შეკითხვად ერთიანდება
🎤 ხმასტუმარი ხმით კარნახობს (ქართულად), ტექსტი ველში ჯდება — ამოწმებს და აგზავნის
📎 ფაილისტუმარი ატვირთავს დოკუმენტს ან ფოტოს და ბოტი მას პასუხში ითვალისწინებს

გაითვალისწინე: ხმის ამოცნობა ფასიანი ოპერაციაა და შენი ბალანსიდან იხარჯება — ჩართე მაშინ, როცა ნამდვილად გჭირდება.

მისალმება — უფასო „სახე"

დააყენე მისასალმებელი ტექსტი, რომელსაც ვიჯეტი პანელის პირველ გახსნაზე აჩვენებს. ის ლოკალურად ჩნდება და არაფერი ღირს — ყველა ბოტს ურჩევნია ჰქონდეს.

ბილინგი

უსაფრთხოება — რა უნდა იცოდე

დახმარება


ტექნიკური ინტეგრაცია გჭირდება? გადადი დეველოპერის გზამკვლევზე — ვიჯეტის კოდი, API ცნობარი, კითხვარის სქემა.