ჭკუის კოლოფი · დოკუმენტაცია

ხშირი კითხვები

მოკლე პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე. ვრცლად — მომხმარებლის, პარტნიორის და დეველოპერის გზამკვლევებში.

ზოგადი

რა არის ჭკუის კოლოფი?

ქართული მულტიფუნქციური AI პლატფორმა: ოთხი ექსპერტი ერთ ჭერქვეშ — მასპინძელი (ზოგადი თანაშემწე), იურისტი, ექიმი (AI სამედიცინო კონსულტანტი) და ფსიქოლოგი. მუშაობს პირდაპირ ბრაუზერში: chkuiskolopi.ge. მისი შემქმნელია სანდრო ამაშუკელი — იურისტი და ფსიქოლოგი.

უფასოა თუ ფასიანი?

ფასიანია, მაგრამ დასაწყისი საჩუქარია: რეგისტრაციისას ბალანსზე $5 გერიცხება საჩუქრად, პირველი შევსება ხუთმაგდება — ჩარიცხე $10 და ბალანსზე $50 დაგხვდება (მეორე შევსებაზე $20 → $50, მესამეზე $100 → $200). ფასი კი ნამდვილ პროფესიონალს უნდა შეადარო, არა ზოგად AI-ჩატბოტს: იურისტთან სარჩელი სულ ცოტა 1000 ლარი და ერთი თვეა, ჭკუის კოლოფში — დაახლოებით ერთი საათი და 100 ლარი. მარტივი პასუხი რამდენიმე ცენტი ჯდება.

რომელ ენებზე მუშაობს?

პასუხობს იმ ენაზე, რომელზეც მიმართავ — ძირითადი ენა ქართულია. ხმოვანი კარნახი ამჟამად ქართულ მეტყველებას ცნობს.

რატომ ჭირდება ზოგ პასუხს რამდენიმე წუთი?

ღრმა პასუხი (განსაკუთრებით იურიდიული კვლევა) მართლა შრომობს: კანონებს და პრეცედენტებს ეძებს, ადარებს და ამოწმებს. ლოდინი სიღრმისეული მუშაობის ნიშანია — ფსიქოლოგის პასუხები კი მომენტალურია.

ენდობა კი ექიმის პასუხებს ადამიანი?

ექიმი-კონსულტანტი გამოგკითხავს, აგიხსნის სიმპტომებს და ანალიზებს, მოგამზადებს ვიზიტისთვის — მაგრამ საბოლოო დიაგნოზს არ სვამს და მკურნალობას არ ნიშნავს. საჭიროებისას ყოველთვის ცოცხალ ექიმთან ვიზიტს გირჩევს.

ანგარიში და თანხები

როგორ შევავსო ბალანსი?

შევსების გვერდიდან: chkuiskolopi.ge/pricing. ქართული ბარათით გადახდა ლარშია, უცხოურით — დოლარში; PayPal-იც მიიღება (მინიმალური შევსება 10 დოლარი). თანხა მაშინვე აისახება.

შემიძლია თანხის დაბრუნება?

კი: გაუხარჯავი ბალანსის დაბრუნება ნებისმიერ დროს შეგიძლია, ხოლო უხარისხო მომსახურების შემთხვევაში — ტრანზაქციის სრული თანხის ანაზღაურებაც. მისწერე კაბინეტის „ოპერატორს": „ფულის დაბრუნება მინდა", თანხა და მიზეზი.

რა განსხვავებაა სიმძლავრეებს შორის?

სამი სიმძლავრეა: იაფი (სწრაფი, თითქმის უფასო), საშუალო (ყოველდღიური კითხვებისთვის) და ძლიერი (ღრმა ანალიზი რთული საკითხებისთვის — მეტ ბალანსს ხარჯავს). გადართვა ჩატშივე: „გადართე ძლიერზე". ან ღილაკით „პასუხის სიმძლავრე“ ჩატის ჩარჩოს ზემოთ (მინ / საშუალო / მაქს).

დამავიწყდა პაროლი / ვერ შევდივარ — რა ვქნა?

შესვლის გვერდზე გამოიყენე „პაროლის აღდგენა" — ელფოსტაზე ბმული მოგივა. თუ მაინც ვერ შედიხარ, მოგვწერე: info@chkuiskolopi.ge.

მეხსიერება და უსაფრთხოება

იმახსოვრებს ჩემს საუბრებს?

რეგისტრირებულ მომხმარებელს აქვს არჩევანი: კაბინეტში ჩართე გრძელვადიანი მეხსიერება და პლატფორმა საუბრიდან საუბარში დაიმახსოვრებს მნიშვნელოვან დეტალებს — თითო ექსპერტთან თავის პროფილში, ყოველი საუბრის დასრულებისას; სხვა ექსპერტები მას ვერ ხედავენ. გამორთვა ნებისმიერ დროს შეგიძლია — კაბინეტში ან „ოპერატორთან" ერთი თხოვნით.

ერთი და იგივე ფაილი ორჯერ ავტვირთე — ორჯერ ჩამომეჭრება?

არა. სისტემა ფაილს ცნობს: ერთხელ წაკითხულ ფაილს — ჩატში იქნება თუ კაბინეტში — ხელახლა აღარ კითხულობს და მეორედ აღარაფერს ჩამოჭრის. კაბინეტში ატვირთვა წამებში სრულდება და ფაილი სიაში წარწერით „იკითხება…“ ჩნდება; დიდ სკანს 10 წუთამდე სჭირდება, გვერდის დახურვა კი შეიძლება — წაკითხვა თავისით დასრულდება.

ვინ კითხულობს ჩემს ატვირთულ ფაილებს?

პროფილურ ფაილებს ექსპერტი მხოლოდ შენი ცალსახა თანხმობით კითხულობს — თანხმობას საუბარშივე გკითხავს. სხვა ადამიანისთვის განკუთვნილი მასალა კი ცალკე „ადამიანის სივრცეში" ინახება და ერთმანეთში არ ერევა. ასეთი სივრცე იმ ექსპერტის წიაღში ცხოვრობს, ვისთანაც გაიხსნა (დღეს — ექიმთან), და სხვა ექსპერტებთან არ ჩანს.

პარტნიორებისთვის

როგორ ჩავუშენო ბოტი ჩემს საიტს?

დარეგისტრირდი პორტალზე developers.chkuiskolopi.ge, ააწყვე ბოტი (ოსტატი დაგეხმარება) და ჩასვი ერთი ხაზი საიტში:

<script src="https://api.chkuiskolopi.ge/api/scrap/widget.js?key=PUBLIC_KEY"></script>

დეტალები — დეველოპერის გზამკვლევში.

რა ღირს პარტნიორული ბოტი?

იხდი მხოლოდ რეალურ გამოყენებაში — ბოტის ყოველი პასუხი შენი ბალანსიდან იხარჯება. ვიჯეტი მუშაობს ბალანსზე ≥ $1; მინიმალური შევსება $10; რეგისტრაციაზე $5 საჩუქარია — ტესტირებას უფასოდ დაიწყებ. პირველი შევსება ხუთმაგდება: ჩარიცხე $10 — ბალანსზე $50 დაგხვდება. საჩუქრის ამოწურვას ლოდინი არ სჭირდება.

იმუშავებს ბოტი Telegram-სა და Messenger-ში?

კი — ერთი და იგივე ბოტი სამივე არხზე პასუხობს: საიტის ვიჯეტი, Telegram (@BotFather-ის ტოკენით) და Facebook Messenger (შენი Meta-ბიზნესით). ერთხელ ასწავლი — ყველგან ერთნაირად იმუშავებს. ინსტრუქცია.

შემიძლია ბოტს ჩემი ბრენდის იერი მივცე?

კი: ფერები, ფორმა, შენი ლოგო მცურავ ღილაკზე — და სურვილისამებრ white-label რეჟიმი („powered by" წარწერის გარეშე). დეტალები.

საიდან ვიცი, რომ ჩემს გასაღებს სხვა საიტი არ გამოიყენებს?

ჩართე დომენების სია: ჩაწერე შენი საიტ(ებ)ი და ბოტი მხოლოდ იქ იმუშავებს — სხვა დომენიდან მოსული შეკითხვა ავტომატურად უარყოფილია (403). როგორ მუშაობს.

დახმარება

როგორ დავუკავშირდე ცოცხალ ადამიანს?

მომხმარებელი: გახსენი მენიუ, ჩამოშალე „მხარდაჭერა“ და აირჩიე „დაძაბვა", ან კაბინეტის „ოპერატორს" სთხოვე „ცოცხალი დახმარება მინდა". პარტნიორი: პორტალში „⛑️ ექიმის ყუთი". ან პირდაპირ: info@chkuiskolopi.ge.

რამე გაფუჭდა — პასუხი არ მოდის / გადახდა არ გადის.

შეგვატყობინე კაბინეტის „ოპერატორთან" ერთი წინადადებით ან ელფოსტით — სწრაფად შევამოწმებთ. დროებითი შეფერხების შემთხვევაში იგივე შეკითხვის გამეორება ხშირად საკმარისია.


პასუხი ვერ იპოვე? მოგვწერე: info@chkuiskolopi.ge