ჭკუის კოლოფი · დოკუმენტაცია

ჭკუის კოლოფის დოკუმენტაცია

„ჭკუის კოლოფი" პირველი ქართული მულტიფუნქციური AI პლატფორმაა: ოთხი ექსპერტი ერთ ჭერქვეშ — მასპინძელი, იურისტი, ექიმი და ფსიქოლოგი — და ამავე ძრავზე აწყობილი პარტნიორული ბოტები ბიზნესებისთვის. ეს გვერდები ერთი ადგილია, სადაც ყველაფერი წერია.

სწრაფი ბმულები

რა არის ჭკუის კოლოფი — ორი წინადადებით

ესაა პლატფორმა, სადაც ბრაუზერიდანვე ესაუბრები ხელოვნურ ინტელექტს ქართულად: იურისტი ქართული სამართლის ცოცხალ ბაზებზე დაყრდნობით პასუხობს, ექიმი ოჯახის ექიმივით გამოგკითხავს, ფსიქოლოგი ნამდვილ სეანსებს ატარებს, მასპინძელი კი ყველა დანარჩენ საქმეში გეხმარება.

ბიზნესებს კი შეუძლიათ ამავე ძრავზე საკუთარი AI კონსულტანტი ააწყონ — თავისი ხასიათით და ცოდნით — და ერთი ხაზით ჩააშენონ თავიანთ საიტში, Telegram-სა და Facebook Messenger-ში.

კონტაქტი და დახმარება