უწინდელი სიახლეები

რაც აქამდე მოხდა

აქ ძველი ამბებია — რიგზე, ახლიდან ძველისკენ. ახალი სიახლეები მთავარ გვერდზეა.

28 აგვისტო 2026

მარიამობას გილოცავთ

მშვიდობა და სიმშვიდე თქვენს ოჯახებს. დღესასწაულზე ცარიელი ხელით არ მოვსულვართ — იმ კვირაში ჭკუის კოლოფს რამდენიმე ისეთი რამ დაემატა, რაზეც დიდი ხანი ვმუშაობდით.

აგვისტო 2026

ჭკუის კოლოფი ალაპარაკდა. ნამდვილად.

აღარ წერ — ელაპარაკები. ჩატში, მიკროფონის გვერდით, გამოჩნდა ყურმილის ღილაკი: დააჭერ და ცოცხალი საუბარი იწყება, როგორც ტელეფონზე. შენ ლაპარაკობ, ის გისმენს და ხმით გპასუხობს — აკრეფა, ლოდინი და გაგზავნის ღილაკი აღარაა.

და ეს ცალკე რობოტი არ არის. ხმა იმ სპეციალისტს ეკუთვნის, ვისთანაც უკვე საუბრობ — იურისტს, ექიმს, ფსიქოლოგს თუ მორიგეს. რთულ კითხვაზე ხმა მარტო არ რჩება: უკან იგივე „დიდი ტვინი" უდგას, რომელიც ჩატში პასუხობს, ამიტომ სერიოზულ საკითხზეც სერიოზულ პასუხს იღებ.

სცადე ახლავე →
ბიზნესს
რა შეიცვალა პროდუქტში
ჰორიზონტზე

ჭკუის კოლოფი სინგაპურში მიფრინავს

ჯიტამ ჩვენი პლატფორმა SWITCH-ზე შეარჩია — Singapore Week of Innovation and Technology, აზიის მთავარი deep-tech ფორუმი. 27—29 ოქტომბერი 2026, Sands Expo. 25 000 სტუმარი, 400 სტარტაპი, 30 ეროვნული პავილიონი — და ქართული AI პირველად იქ.

სრულად ნახე →
მსხვილი ნაბიჯები
სხვა კარები

არ ჩამორჩე პროგრესს

chkuiskolopi.ge

ჭკუის კოლოფი — პირველი ქართული მულტიფუნქციური AI პლატფორმა