გაზაფხული — ზაფხული 2026

ჭკუის კოლოფი სინგაპურში მიფრინავს

მოგესალმებით, ჭკუის კოლოფის ვეტერანო მომხმარებლებო. ერთი დიდი ამბავი გვაქვს — და ოთხი მიზეზი, რის გამოც ეს მოხდა.

შეგვარჩია GITA — საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
თბილისი სინგაპური
27—29 ოქტ. 2026 SWITCH

SWITCH — Singapore Week of Innovation and Technology. აზიის მთავარი deep-tech ფორუმი. მასპინძელი — Enterprise Singapore, ადგილი — Sands Expo & Convention Centre, Marina Bay Sands. სწორედ იქ იკრიბებიან ინვესტორები, კორპორაციები და მსოფლიოს ინოვაციური კომპანიები. წელს ქართული AI პლატფორმაც იქ იქნება — ჩვენი.

და აი, რის დამსახურებაა

სამი მუშკეტერი და დარტანიანი

აი ექიმი, აი დეველოპერი, აი ფსიქოლოგი — და დარტანიანი: აი პარალიგალი. შოკოლადში გვყავს ოთხივე და დღენიადაგ იმაზე ვზრუნავთ, უფრო მონდომებით რომ მოგემსახურონ.

I

აი ექიმი

ახსოვს შენი ჯანმრთელობა. და შენი ახლობლების.

თითოეულ ადამიანს — მამას, შვილს, ბებიას — კაბინეტში თავისი ცალკე სამედიცინო ისტორია აქვს: ანალიზები, დიაგნოზები, ალერგიები, ქრონიკული დაავადებები. არაფერი ერევა და არაფერს იმეორებ თავიდან.

ჭკუის კოლოფის კაბინეტი: სპეციალისტის და ადამიანის პროფილის არჩევა, ჯანმრთელობის ბარათი
II

აი დეველოპერი

ჩვენი ჩატი შენს საიტზე. ერთი ხაზი კოდი.

developers.chkuiskolopi.ge — ჩასვამ, გაწყობ და შენი ვიზიტორები უკვე შენს ასისტენტს ესაუბრებიან. გადაიხდი მხოლოდ რეალურ გამოყენებაში.

დეველოპერის პორტალი: ჩასვი ჭკვიანი ასისტენტი შენს საიტზე
III დარტანიანი

აი პარალიგალი

ვირტუალურ ეკრანს გახსნის და შენს თვალწინ იმუშავებს.

შედის სასამართლოს ელექტრონულ სისტემაში. პოულობს საქმეს. ჩამოტვირთავს გადაწყვეტილებას და კითხულობს. სარჩელის ოფიციალურ ფორმაში ჩასვამს. შენ უყურებ — ეკრანი შენს წინაშეა და კონტროლს ნებისმიერ წამს დაიბრუნებ.

ვირტუალური ეკრანი: ბოტი მუშაობს სასამართლოს პორტალზე და კითხულობს გადაწყვეტილებას
IV პრაქტიკულად გუშინდელი

და ახლა — ლაპარაკობს

მიმოწერა აღარ სჭირდება. ხმით ესაუბრება.

საიტებზე ჩვენს ჩატს შენს მომხმარებლებთან ცოცხალი საუბარი უკვე შეუძლია. ვიზიტორი ირჩევს: მიმოწერა თუ საუბარი — და უბრალოდ ელაპარაკება.

პარტნიორის საიტი sandros.net: ვიზიტორი ირჩევს მიმოწერას ან ხმოვან საუბარს
უახლოესი გეგმა

ხმა აი ფსიქოლოგსაც მიეცემა

სეანსი, რომელსაც ელაპარაკები — არა კრეფ.

ვინც წინ არ მიდის, სინამდვილეში ადგილზე კი არ დგას — უკან მიდის.

არ ჩამორჩე პროგრესს

chkuiskolopi.ge

ჭკუის კოლოფი — პირველი ქართული მულტიფუნქციური AI პლატფორმა