2024 — 2026

ორ წელიწადში — თბილისიდან სინგაპურამდე

ჭკუის კოლოფი 2024 წლის შემოდგომაზე დაიწყო. მაშინ სიტყვა „ხელოვნური ინტელექტი" ჯერ კიდევ ცოტას თუ სმენოდა. აი, რა მოხდა მას შემდეგ — თარიღებით.

საიდან დავიწყეთ

ოთხ კვირაში ჩანაფიქრიდან ინტერნეტამდე

პირველი ხაზი კოდი 2024 წლის 11 ოქტომბერს დაიწერა. სულ რაღაც ოთხ კვირაში საიტი უკვე ინტერნეტში იდგა — 8 ნოემბერს პირველი ადამიანი დარეგისტრირდა. 23 ნოემბერს ფეისბუქზე გამოვაცხადეთ, რომ ვმუშაობთ. ის პოსტი დღემდე დგას — იმ დროის მოწმედ.

  1. 2024, ნოემბერი

    გავედით ხალხში

    პირველი მომხმარებელი 8 ნოემბერს დარეგისტრირდა. მაშინ ქართულად მოლაპარაკე ხელოვნური ინტელექტი ჯერ არავის ჰქონდა.

  2. 2025, გაზაფხული

    იდეადრომზე გავიმარჯვეთ

    ექვსი თვის მერე — პირველი ღია აღიარება. სხვის კაბინეტში კი არა, სცენაზე.

  3. 2025, 13 ივნისი

    შპს პარალიგალ ეიაი

    იდეა კომპანიად გაფორმდა. სამი დამფუძნებელი, ერთი მიმართულება.

  4. 2025, შემოდგომა

    ჯიტას ფინალი

    კიდევ ექვსი თვე — და ფინალში გავედით. გრანტი ვერ ავიღეთ, რადგან არც გვინდოდა: ფული სხვისი პირობებით არ დაგვჭირვებია.

  5. 2026, გაზაფხული

    პირველი B2B გაყიდვები

    გრანტის გარეშეც, კიდევ ექვს თვეში, ბიზნესებმა ჩვენი ასისტენტი საკუთარ საიტებზე ჩასვეს.

  6. 2026, 27—29 ოქტომბერი

    სინგაპური — SWITCH

    ჯიტამ ჭკუის კოლოფი აზიის მთავარ deep-tech ფორუმზე შეარჩია. იხილე დეტალები →

სად ვდგავართ დღეს

მონაცემები 2026 წლის 23 აგვისტოს მდგომარეობით.

ვინ ვართ

სამი დამფუძნებელი, ხუთი წელი ერთად

სამივე ერთ ოჯახში — და ერთი მაგიდის გარშემო უკვე ხუთი წელია.

ალექსანდრე ამაშუკელი
CEO — დამფუძნებელი

ალექსანდრე ამაშუკელი

  • 30წელი სამართალში
  • 20წელი ფსიქოლოგიაში
  • 5წელი ბიზნესში
გიორგი ამაშუკელი
CMO

გიორგი ამაშუკელი

რვა წელზე მეტი B2B გაყიდვებში, რეგიონის მასშტაბით.

დავით ამაშუკელი
CTO

დავით ამაშუკელი

ათ წელზე მეტი ბუნებრივი ენის დამუშავებასა და ხელოვნურ ინტელექტში.

რეკვიზიტები
საფირმო სახელწოდება
შპს პარალიგალ ეიაი
საიდენტიფიკაციო ნომერი
404775720
რეგისტრაციის თარიღი
2025 წლის 13 ივნისი
ოფისი
თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქუჩა 7 — ჯიტას შენობა
იურიდიული მისამართი
თბილისი, ოქროყანა, ილია ჭავჭავაძის ქუჩა N3
ელფოსტა
info@chkuiskolopi.ge
ფეისბუქი
facebook.com/sandros.net
ორ წელიწადში აქამდე მოვედით. გაჩერებას არ ვაპირებთ.

გამოსცადე შენც

chkuiskolopi.ge

ჭკუის კოლოფი — პირველი ქართული მულტიფუნქციური AI პლატფორმა