სიახლე · 9 სექტემბერი 2026

გამოიმუშავე ფული. შექმენი საკუთარი ჭკუის კოლოფი

ვინც დროულად მოასწრო იუთუბი, ინსტაგრამი ან Google Maps, დღეს იმაზე ცხოვრობს. ახალი ტალღა ხელოვნური ინტელექტია — და ამჯერად წინა რიგში შენ დგახარ.

დავიწყოთ →

ოსტატი პორტალში გელოდება. კოდი არ სჭირდება — ჩვეულებრივი საუბარია, ქართულად.

რატომ ახლა

მეორე შანსი — პირველზე დიდი

ათი წლის წინ ვინც დროულად გახსნა იუთუბის არხი, ინსტაგრამის გვერდი ან Google Maps-ზე მაღალრეიტინგული წერტილი, დღეს იმაზე ცხოვრობს. შენც შეგეძლო. უბრალოდ არ გააკეთე. რაც მაშინ გამოტოვე, ახლა ბევრად უფრო თანამედროვე დონეზე შეგიძლია აინაზღაურო.

საქმეში ხელოვნური ინტელექტი ჩაერთო და კარი ბევრად უფრო ფართო გახდა. შენი გვერდი აღარ არის მხოლოდ ვიდეო ან ფოტო — ის ლაპარაკობს, პასუხობს, ყიდის. დღეში 24 საათი, შენ გარეშე. ეს უპირატესობა დღეს ჯერ ცოტას აქვს.

მოიფიქრე მხოლოდ ერთი რამ: რა მომსახურება დააინტერესებს ხალხს ისე, რომ შენს გვერდზე მოვიდნენ? ან რომელი ბიზნესი დაარეკლამო შენი AI-გვერდით? დანარჩენს ოსტატი გააკეთებს.

დავიწყოთ →
როგორ იქმნება

სამი ნაბიჯი, ერთი საუბარი

რას იღებ

მთელი ეკრანი, არა კუთხის ფანჯარა

შენი ბოტი იმავე გარემოში ცხოვრობს, რაშიც ჩვენი: ხმოვანი საუბარი, ფაილების ატვირთვა, გრძელვადიანი მეხსიერება, დოკუმენტების წარმოება. ყველაფერი ჩართული იბადება — რაც არ გინდა, მერე გამორთავ.

ფული

მოგებას შუაზე ვიყოფთ

ვინც შენს ბოტს ელაპარაკება, საკუთარი ბალანსიდან იხდის. მიღებული მოგება ორად იყოფა: ნახევარი პლატფორმას, ნახევარი შენ. ჩარიცხვა ავტომატურია — თითოეულ საუბარზე, იმავე წამს. ინვოისი, აქტი ან მოთხოვნა არსად არის.

გირჩევნია, სტუმარმა უფასოდ ილაპარაკოს? ისიც შეიძლება — მაშინ ხარჯს შენ იხდი და ბოტი შენ ნაცვლად პასუხობს. ეს არჩევანი შექმნისასვე კეთდება და მერეც იცვლება.

რაც ერიცხება, პორტალშივე ჩანს: რომელმა ბოტმა, რამდენ საუბარზე, რამდენი მოიტანა. წესები — წესებისა და პირობების მე-10 თავში: მონაცემები, პასუხისმგებლობა და განაწილება.

ვისთვის არის

ვისაც ცოდნა აქვს, დრო კი — არა

კონსულტანტი, იურისტი, ექიმი, სასწავლო ცენტრი, მცირე ბიზნესი. ყველა, ვისაც ერთი და იგივე კითხვა დღეში ათჯერ მოსდის და პასუხის გამეორება უწევს. ბოტი შენ ნაცვლად პასუხობს — შენივე სიტყვებით.

„ჩვენ არ გვინდა, რომ ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ დიდი კომპანიების იარაღი იყოს," — ამბობს პლატფორმის დამფუძნებელი ალექსანდრე ამაშუკელი. „ვისაც საქმე აქვს და ცოდნა აქვს, იმას უნდა შეეძლოს ამ ცოდნის ბოტად აწყობა და მასზე შემოსავლის მიღება. ჩვენი საქმეა, რომ ეს ერთი საუბრით მოხდეს."

სხვა კარები

შენი ცოდნა. შენი ბოტი. შენი მისამართი.

დაიწყე აქ 💬 განიხილე ფორუმზე →

ჭკუის კოლოფი — პირველი ქართული მულტიფუნქციური AI პლატფორმა